Saturday, November 7, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

ამ დღეს გამოვაქვეყნე ჩემ მიერ შექმნილი პორტფოლიო, გავეცანი სხვა პედაგოგების პორტფოლიოებს, ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე.
ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი რვამოდულიანი ტრენინგი, დიდი მადლობა პროფესიული განვითარების ცენტრს და ჩვენს ტრენერს- ხათუნა რუსიეშვილს.
ყველა პედაგოგს ვუსურვებ წარმატებებს.

Sunday, November 1, 2015

ტრენინგის მერვე დღე

ვიმუშავე ფასილიტაციაზე, შევქმენი მოსწავლის თვითდაკვირვების ჟურნალი.ვიმუშავე შეფასების სქემებზე

Saturday, October 31, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელ ტრენინგზე ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების აუცილებლობაზე. როგორ უნდა ვასწავლოთ და მივუდგეთ სსმმ მოსწავლეებს, როგორ დავგეგმოთ გაკვეთილი დიფერენცირებული სწავლების დროს.

Saturday, October 24, 2015

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია

ტრენინგის მეხუთე დღე

ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე, ვისწავლეთ ჩვენს მიერ შექმნილი რესურსის ბლოგზე გამოქვეყნება.კერძოდ, ბლოგზე ავტვირთე სასწავლო პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია.

სასწავლო პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია

Sunday, October 18, 2015

ტრენინგის მეთხე დღე

დღევანდელ ტრენინგზე ვისაუბრეთ შეფასების სქემებზე, როგორ ჩავრთოთ მოსწავლე აღნიშნულის მომზადებაში.დავიწყეთ შეფასების სქემის მომზადება.

Saturday, October 17, 2015

ტრენინგის მესამე დღე

ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე, განვსაზღვრე პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები. ჩამოვაყალიბე საპროექტო თემის ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

Sunday, October 11, 2015

ტრენინგის მეორე დღე

ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლების დროს პუბლიკაციების მომზადება.
გავეცანით სხვადასხვა სახის პუბლიკაციებს და ვისაუბრეთ მათ მნიშვნელობაზე: რათა დავანახოთ მოსწავლეებს, მშობლებს და დაინტერესებულ პირებს,თუ როგორ იცვლება მოსწავლის როლი პროექტებით სწავლების დროს.

Saturday, October 10, 2015

ტრენინგის პირველი დღე

ტრენიგის პირველი დღე დაიწყო უსაფრთხო გარემოში.
გავეცანით ინტელის სასწავლო კურსის მნიშვნელობას, კერძოდ, ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების ეფექტურ მხარეებზე, გავეცანით პროექტის მოთხოვნებს,რათა სასწავლო ღონისძიებები დავგეგმოთ ეფექტურად და შევძინოთ მოსწავლეებს XXI საუკუნის უნარ- ჩვევები.